logo
ENG



უკრაინის გენერალური შტაბი: რუსეთი "ხერსონის რესპუბლიკის დაფუძნების რეფერენდუმს" ამზადებს

10 აპრ 202209:36
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთი "ხერსონის რესპუბლიკის დაფუძნების რეფერენდუმს" ამზადებს. 

ქალაქ ნოვაია კახოვკაში რუსული ჯარები იყენებენ ადგილობრივ სტამბებს და ამზადებენ ბროშურებს, ბუკლეტებს, პლაკატებს და ბლანკებს "ხერსონის სახალხო რესპუბლიკის“ დაარსების შესახებ "რეფერენდუმისთვის". 

გარდა ამისა, უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსი სამხედროები ცდილობენ, გაარღვიონ ქალაქ იზიუმის დაცვა და მარიუპოლზე სრული კონტროლი დაამყარონ. 

რუსულმა არმიამ ხარკივის, ზაპოროჟიესა და ხერსონის რაიონებში განათავსა დროებითი საავადმყოფოები და სამხედრო ტექნიკის სარემონტო ცენტრები, თუმცა განიცდის სამედიცინო პერსონალის და მედიკამენტების დეფიციტს. 

რუსების მიერ ხარკივის დაბომბვა გრძელდება. 


close დახურვა